პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ვერც გიორგი ბაქრაძემ და ვერც დიმიტრი ჯაფარიძემ მიიღო.

ბაქრაძის კანდიდატურის მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო (3 - წინააღმდეგი). ასევე, ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დიმიტრი ჯაფარიძეს.

კენჭისყრის ამ შედეგით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ორივე კანდიდატურა ჩავარდა.