პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა რვა დეპუტატს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, დავით სონღულაშვილს, ანრი ოხანაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს.
პრესცენტრის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პარლამენტი დღესვე ცნობს ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილებას.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის რიგითობით, მათი ადგილმონაცვლეები იქნებიან:
ლევან მაჭავარიანი, არჩილ გორდულაძე, სალომე ქურასბედიანი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, პაატა სალია, გიორგი გუგუჩია.