პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილების მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო.
პროექტის თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა და კანდიდატურების წარდგენის ვადა; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი; საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაცია; პარლამენტის მიერ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურა; პარლამენტის ყოფილი წევრების პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება; საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადების და კანონპროექტის რეგისტრაცია, ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.
კანონპროექტით განისაზღვრება პარლამენტის წევრის თანაშემწეების რაოდენობა, ასევე რეგულირდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის უზრუნველყოფა იმავე სამუშაო პირობებით, რომლითაც სარგებლობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ცვლილებებით წესრიგდება და ზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტებისა და საპარლამენტო ორგანოების საქმიანობის განხორციელების პროცედურები. ასევე, პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირაში დაუშვებელი იქნება კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონპროექტი დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განიხილება, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის შემთხვევებისა.
ცვლილებით სამართლებრივად იხვეწება და ზუსტდება საკომიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებული რეგლამენტით განსაზღვრული მექანიზმები და პროცედურები. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაიხვეწება პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ ინტერპელაციას, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების და ანგარიშის მოსმენას, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე მოწვევის პროცედურას.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შედის
ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე
ბრიუსელში წყარო „უნაყოფოდ“ აფასებს ვიზების საკითხზე დიალოგს
დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას - ყირგიზეთის პრეზიდენტი
დარწმუნებულიც ვარ, ეს ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს - ირაკლი კობახიძე
ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს. ის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფოა მსოფლიოში - ირაკლი კობახიძე
1781268797
1781267400