სანქტ-პეტერბურგის სატყეო მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები რუსეთში პირველები გახდნენ, რომლებმაც ხეების გენები მათი ბიოლოგიური თვისებების გასაკონტროლებლად შეცვალეს.
ტექნოლოგია ვერხვის ნიმუშებზე იქნა გამოცდილი და საშუალებას იძლევა, ხეებს ყვავილობის უნარი ჩამოერთვას, განუცხადა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე სტეპჩენკომ „ტასს“. როგორც სანქტ-პეტერბურგის სატყეო მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის უმცროსმა მკვლევარმა, დიმიტრი კარჟაევმა განმარტა, მკვლევარებმა გამოიყენეს „გენური იარაღის“ მეთოდი.
მათ წარმატებით შეცვალეს დნმ-ის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია ყვავილობაზე. შედეგად, მცენარეები კარგავენ სრული ყვავილებისა და მტვრის წარმოქმნის უნარს.
„ჩვენ დაახლოებით 800 ნიმუში დავარედაქტირეთ, მაგრამ მხოლოდ 11 წარმატებით რედაქტირებული მცენარე აღმოვაჩინეთ“, - განმარტა სტეპჩენკომ. მან დასძინა, რომ მათგან შეიქმნა ცოცხალი მცენარეების კოლექცია, რომლებიც ახლა მიწაში დარგვისთვის მზადაა.