დღეს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობითა და მთავრობის ახალი შემადგენლობით, პირველი სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას საკადრო ცვლილებებს გააცნობს, ასევე რამდენიმე თემაზე გაამახვილებს ყურადღებას.

მთავრობის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა. კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.