მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, - თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"არჩევნები დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ყველა მოქალაქეს უნდა სჯეროდეს იმის, რომ მათი ხმა სწორად დაითვლება და შეუძლიათ, თავისი ლიდერები აირჩიონ [...] განსაკუთრებით, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.

ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ეუთოს სადამკვირვებლო მისიაშიც შევიტანთ წვლილს", -განაცხადა დანიგანმა.