დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ევროპული სარდლობა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს:

„მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში”.

საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება ტარდება.