კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთა ახლობლებს, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყრის შედეგად დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და მატერიალური ზარალის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, გარდაცვლილთა ნათესავებს და ახლობლებს“, - აცხადებს ბრუნო როდრიგესი.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 17-ს აღწევს. ამ დრომდე დაკარგულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.