ირაკლი კობახიძე სტუდენტებს, რომლებმაც უნივერსიტეტში რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს, „ორიენტაციაარეულებს" უწოდებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძეს თსუ-ში ლექციის შემდეგ, სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს.
„ეს იყო ტელეკომპანია ფორმულას მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ. სინამდვილეში მოსული იყო ფორმულასთან აფილირებული ახალგაზრდები, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მე მგონია, მათი გადარჩენა არის შესაძლებელი, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი. ეს ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. არაფერ შუაშია მისი სტუდენტობა. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული, მე მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს", - თქვა კობახიძემ.