საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტა.
პრეზიდენტი წერს, რომ ეს რუსეთის უკანონო ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს
„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, - წერს პრეზიდენტი.