რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ „სქემის“ ჟურნალისტებმა სააგენტო „გამოძიება.ინფოსთან“ ერთად დაადგინეს იმ რუსი სამხედროებისა და მათი მეთაურების ვინაობა, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმყოფებოდნენ 5-6 ივნისის ღამეს, კაშხლის დანგრევის დროს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა ვინაობა დადასტურდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების დახმარებით. გამოძიებამ ოთხი სამხედროს სახელი დაადგინა: ბრიგადის მეთაური რომან ტიტოვი, საინჟინრო ბატალიონის სერჟანტი რუსლან მაგომედოვი, მაიორი დენის მიშჩენკო და არსენ ფიცხელაური, კოდური სიტყვით „გრუზინი". ეს უკანასკნელი, ჟურნალისტების თქმით, განადგურების შემდეგ რუსეთში დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვაია-კახოვკაში არიან. ეს საუბარში დაადასტურა რუსმა გვარდიელმა, რომელიც ამ ბრიგადის მებრძოლებს იცნობს.