იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.