საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფარცხალაძის ანგარიშების აღდგენაზე სებ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მალი, მოზამბიკი, სუდანი, კამერუნი, სირია, უგანდა, იემენი. ხსენებულ ქვეყნებშიც არ მოქმედებს ფინანსური სანქციები სასამართლოს გარეშე, მაგრამ ცხოვრობს ხალხი რაღაცნაირად” - წერს გიორგი ქადაგიძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.