ღაზასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე უკეთესი გეგმა არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კატარში თავის კოლეგას, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა.

„დღეს აქ ჩემს კატარელ კოლეგასთან განვიხილე მიმდინარე სიტუაცია. ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი მიღწევადია, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ, ყველას, მოლაპარაკებების რთული გზა გვაქვს წინ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე უკეთესი გეგმა არ არსებობს. ის უნდა განხორციელდეს, თუმცა ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ უნდა დაზუსტდეს“, – განაცხადა ვადეპულმა და აღნიშნა, რომ არსებობს „რეალური შანსი“ მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

მისივე თქმით, ხვალ ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან მოლაპარაკებებს გამართავს.

„გერმანიის მთავრობა ასევე სურს სცადოს ამ საქმეში წვლილის შეტანა. ამიტომ, ხვალ გავემგზავრები ისრაელში, რათა ჩემს ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან განვიხილო ეს საკითხები. არსებობს რეალური შანსი, რომ მძევლები ძალიან მალე გათავისუფლდნენ, რომ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორის მოსახლეობამ მიიღოს ჰუმანიტარულ დახმარება. იმედი მაქვს, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში მოლაპარაკებები წარმატებული იქნება“, – განაცხადა ვადეპულმა.