2023 წლის 20 მაისს, Georgian Airways-ის თვითმფრინავმა თბილისი-მოსკოვის რეისი შეასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ავრცელებს. გამოცემის ცნობით ბორტის დაახლოებით 80% სავსე იყო.
რეისზე რეგისტრაციის დროს რამდენიმე მგზავრმა განაცხადა, რომ ისინი მოხარულები არიან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებით.
მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავმა 19 მაისს შეასტულა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 86 მგზავრი იმყოფებოდა.
ავიარეისებს ასევე შეასრულებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაგან ფრენების დაწყების შესახებ ნებართვა უკვე მიიღო. Red Wings ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭისა და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ Red Wigns უკრაინის და აშშ-ის ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.