2024 წლიდან ევროპარლამენტართა რაოდენობა 15-ით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
2-2 ევროპარლამენტარი დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, თითო-თითო კი ავსტრიას, ბელგიას, პოლონეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ლატვიას, ირლანდიასა და დანიას.
ამის შემდეგ ევროპარლამენტართა რაოდენობას 705-დან 720-მდე გაზრდის, თუმცა ცვლილებები ჯერ კიდევ საჭიროებს ევროპული საბჭოს და თავად ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას.