ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა საქართველოს წახალისებისთვის.

„კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Ipn.ge