ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს.
„ჩვენ ვმუშაბთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ თანხვედრის მაჩვენებელი თანდათან გაიზარდოს, რათა იმ დროისთვის, როდესაც დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დრო, მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის იდენტური იყოს. ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. პოზიციურია ის, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება, თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჰქონდეს იგივე პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორიც ევროკავშირს აქვს“, - აღნიშნა ელჩმა.