„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესს იანვარში დაიწყებს.

RFE/RL-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი გეგმავს გააუქმოს საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ ქვეყანამ მრავალჯერ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.