ირაკლი ღარიბაშვილის განცხაეებით უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების მიზეზი იყოს უკრაინის განზრახვა, რომ გამხდარიყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი. ამის შესახებ მან ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.

ყველამ იცის მგონი მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.