მოსამართლე ნინო ჩინჩალაძემ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და ISFED-ის სარჩელები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საქმე ეხება ცესკოს ახალ დებულებას, რომლის თანახმადაც დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე პირადობის დოკუმენტის შემოწმება აეკრძალებათ და რომელიც ოპოზიციამ კანონდარღვევად მიიჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანებმა პროცესზე არაერთი მტკიცებულება და არგუმენტი წარდგინეს, რომელიც ცხადყოფს, რომ აღნიშნული ცვლილება საარჩევეო პროცესს დააზიანებს, მოსამართლემ ეს მაინც არ გაითვალისწინა.
"ე.წ. კარუსელების შემთხვევების დაკანონებასთან გვაქვს საქმე. ძალიან რთულია ჩვენთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ეს ცვლილებები იმდენად, რამდენადაც ჩვენთვის სრულიად წართმეულია უფლება, რომ გადავამოწმოთ ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. ეს, ერთიანობაში, ნეგატიურად აისახება საარცევნო პროცესებისადმი ნდობის საკითხში," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თორნიკე ართქმელიძე ამბობს, რომ რეჟიმის სასამართლოსგან არაფერი უკვირს. მისი თქმით, "ოცნებამ" ე.წ. კარუსელები არჩევნებზე კარგად დატესტა და ახლა სურს, ისეთი ცვლილებები გაატაროს, რომელიც მომდევნო არჩევნებში ამას ხელს ვერ შეუშლის.
"კლანის მიერ მართული სასამართლოსგან ჩვენ არცერთ ეტაპზე არ ველოდებით სამართლებრივად სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას და დღევანდელი გადაწყვეტილებაც იყო სწორედ ასეთი: ის, რაც სურს მმართველ პარტიას. რაც შეეხება იმას, რა თქვა დღეს სასამართლომ, როდესაც ისეთი ფაქტები იქნება, როგორიც იყო წინა არჩევნებზე, მამაკაცი ქალის პირადობით ან პასპორტებში ჩადებული ფურცლის ნაგლეჯებით, როდესაც რეგისტრატორები რეალურად ყალბ მონაცემებს შეიყვანენ აპარატზე, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, რომ ეს ყველაფერი აღბეჭდონ ფოტოზე ან გადაიღონ ვიდეო. ეს არის ერთადერთი რამის დასტური: 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. გაყალბდა ისე, როგორც ამას ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, ე. წ. კარუსელებით. გამოყენებული იყო უცხოეთში მცხოხვრები საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრები. ეს მეთოდი, როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ ძალიან კარგად დატესტა და ახლა ცდილობს, გაატაროს ისეთი ცვლილებები, რაც ამ კარუსელს ვერ შეუშლის ხელს," - ამბობს თორნიკე ართქმელიძე და ამატებს, რომ „ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს“.
„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუმცა უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს - დღეს არის ამის დასტური“, - განაცხადა ართქმელაძემ.
საპირისპიროს ამტკიცებს ცესკო-ს წარმომადგენელი. გიორგი სანტურიანის განმარტებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე, იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე “მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა.”
“საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის უფლებები არ დაურღვევია და აღნიშნულს ვერც განახორციელებდა, რაც ნათლად ჩანდა, როგორც ცესკო-ს სხდომისას, ასევე იმ არგუმენტებითაც, რომელიც მხარეების მიერ გაჟღერდა პროცესზე. მხარეების მიერ ვერ დასახელდა თუნდაც ერთი ნორმა, რომელსაც მიუთითებდნენ და რომელიც მათი სარჩელის საფუძვლიანობას დაასაბუთებდა. ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ სადავო დადგენილება კანონის საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე იქნა მიღებული. მოყვანილი იყო ყველა ის შესაბამისი ადეკვატური სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი აქტი ემყარებოდა”, - განაცხადა გიორგი სანტურიანი.
შეგახსენეთ, „ძლიერმა საქართველომ“ და ISFED-მა საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომელიც შეეხებოდა ცესკო-ს მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" მომავალი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება," - ასე ხსნის სამოქალაქო სექტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს უფლებები შეუზღუდა. ახალი რეგულაციით დამკვირვებელს აღარ შეეძლება, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოწმება.
თუკი, მაგალითად, არაკეთილსინდისიერ ამომრჩეველს ეცოდინება, რომ უბანზე მისულს მის პირადობის მოწმობას არავინ შეამოწმებს, ის შეძლებს, რომ სხვისი პირადობის მოწმობით, სხვადასხვა უბნებზე რამდენჯერმეც მივიდეს და ხმა მისცეს. საარჩევნო კარუსელიც ასე მუშაობს. ოქტომბრის არჩევნებზე სხვისი პირადი მოანცემებით ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველი კაცი ხმის მიცემას ქალის პირადობით ცდილობდა. გარდა ამისა, იყო შემთხვევა, როცა, საარჩევნო უბანზე მისულ ემიგრანტს, მისი პირადობით ხმა უკვე მიცემული დახვდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია. აცხადებენ, რომ არაფერი შეცვლილა. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ საარჩევნო კანონმდებლობით ეს ყველაფერი განსაზღვრული ოყო, მაშინ რაში დასჭირდათ დადგენილებაში ცვლილებების შეტანა.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ცვლილებები, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნებზე დაკვირვება - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სიორიძე ვარაუდობს, რომ შეიძლება "ოცნება" ახალი არჩევნებისთვის ემზადებოდეს და სწორედ ამას უკავშირდებოდეს აღნიშნული ცვლილება ცესკოს ახალ დადგენილებაში.
"ბრძოლა იქნება მიმართული იქითკენ, რომ არ მივცეთ, არალეგიტიმურ პარლამენტს და მარტო დარჩენილ ცესკოს მიიღოს ცვლილებები და ახალი არჩევნები შემოგვთავაზოს იმ წესით, რომლითაც ის ფიქრობს, რომ გავა ფონს"- ამბობს ოპოზიციონერი.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ცვლილებები, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნებზე დაკვირვება. ცესკო, რომელიც გამორჩეული იყო არა ქართველი ამომრჩევლის, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესების მსახურებაში. მას შემდეგ, რაც გავშიფრეთ თუ რა მოხდა 26 ოქტომბერს ის ძირითადი სქემები და მანიპულაციები, რომლითაც შესაძლებელი გახდა იმ შედეგის მიღწევა, რომელიც დაწერეს "ქართული ოცნებისათვის", გადაწყვიტა, რომ ამ მანიპულაციებზე რეაგირებისთვის მიიღოს ახალი ცვლილებები, კერძოდ შეზღუდოს ამომრჩეველზე დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, რაც არღვევს როგორც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტებს.
შეუძლებელი ხდება არჩევნების მონიტორინგი და ხდება ნორმალიზება იმ კარუსელის, რომლითაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე მათ მიერ ორგანიზებულ არჩევნებზე ხდებოდა ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა. ახალი ცვლილებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმყოფებოდეს სარჩევნო უბანზე და დამკვირვებელს აღარ ექნება შესაძლებლობა მას მოსთხოვოს ვინაობის დადასტურება. ეს არის მორიგი მცდელობა და ის ტემპი, რომლითაც გადაწყვიტეს, რომ დაჩქარებული წესით მიეღოთ ეს ცვლილება, რადგან "ქართული ოცნება" შეიძლება ემზადებოდეს ახალი არჩევნებისთვის და მთელი ეს ჩვენი ბრძოლა იქნება მიმართული იქითკენ, რომ არ მივცეთ, როგორც არალეგიტიმურ პარლამენტს, ასევე მარტო დარჩენილ ცესკოს მიიღოს მავნებლური ცვლილებები და ახალი არჩევნები შემოგვთავაზოს იმ წესით, რომლითაც ის ფიქრობს, რომ გავა ფონს", - ამბობს გიორგი სიორიძე.
შეგახსენებთ, ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო. ცვლილებების მიხედვით, იზღუდება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა, რადგან დადგენილებაში წერია, რომ დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისა და გადამოწმების უფლება აღარ ექნებათ. მათ აღარ შეეძლებათ გამოავლინონ ე.წ. კარუსელში მონაწილე პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ხმის მიცემას შეეცდებიან.
წყარო: tvpirveli.ge