დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
„როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩის აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს.
რუსეთს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
დღემდე ნორვეგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბელგიამ სავარაუდო ჯაშუშობის მიზეზით რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს.