დღეს, 14:00 საათზე საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხს განიხილავს:
1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს კანონის პროექტი ,,მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები - მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: რ. ბრეგაძე
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზბეგი ჰილსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „რანჩო ნაფეტვრებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ ჰანრი ჭაჭუასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აა2“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 2 თებერვლის №147 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”- მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს“ (რომელიც ჩაანაცვლა შპს "ბახვი 2’’-მა), სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში
განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ ვაზიანის აეროდრომისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და გაფართოების მიზნით განსახორციელებელი რიგი სამუშაოების თაობაზე” - მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
11. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2023-2024 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახებისა და საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ - მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის შესახებ” - მომხსენებელი: გ. ამილახვარი.
დღეს მთავრობის სხდომაა - მინისტრები 12 საკითხზე იმსჯელებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
ბადრი ჯაფარიძეს 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
მამუკა ხაზარაძეს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება
ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე გააციფრულონ, რომ პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება - რაჟდენ კუპრაშვილი
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს პატიმრობა შეეფარდა