საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს ჰაიმ კაცს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ"