ბრიტანული ავტომწარმოებელი „Jaguar Land Rover“ (JLR), რომელიც ინდურ „Tata Motors“-ს ეკუთვნის, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 4000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, – ამის შესახებ JLR-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა პატამადაი ბალაჩანდრან ბალაჯიმ განაცხადა, რომლის სიტყვებსაც The Guardian ციტირებს.

მისი თქმით, ავტოინდუსტრია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ტექნოლოგიური ცვლილებების, ინტენსიური კონკურენციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე. პერსონალის შემცირება ბიზნესის ტრანსფორმაციის ნაწილია, რომლის მიზანია მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდა 1.7 მილიარდი ფუნტის (2.3 მილიარდი აშშ დოლარის) დაზოგვით.

ვრცლად interfax – ზე