„რაღაცა, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, სპორტი არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება - დისციპლინა და თავისუფლება.
სპორტი არის, ალბათ, ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ. ერთი არის დისციპლინა და ეს დისციპლინა რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებული. მეორე არის თავისუფლება. რაღაცა, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს.
თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვარი არის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ჩვენზე არის, ყველაზე დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, აშენებს ყოველდღიურად თავის მომავალს და თავის თავისუფლებას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.