"ავსტრალიაში კენჭისყრა დასრულებულია", - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება შედეგებს, შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

ოქმის თანახმად, არჩევნებში 50-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ხმები ასე გადანაწილდა:

„კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 14 ხმა,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა,

„ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9 ხმა,

„გახარია საქართველოსთვის“ – 2 ხმა,

„ქართული ოცნება“ – 15 ხმა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა 109 იყო.

წყარო: bm.ge