გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.
როგორც მან გადაცემაში „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, ხეობაში მოვლენები მყისიერად განვითარდა.
„თამამად მინდა განვაცხადო, რომ ხეობაში ადგილი ჰქონდა ძალიან მყისიერი ბუნებრივი მოვლენის განვითარებას, რამაც საბოლოო ჯამში ასეთი მასშტაბის სტიქია გამოიწვია, რომლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.