არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ "მოიქნევს კუდს" სალომე ზურაბიშვილი და რას იმავნებლებს - ამ გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო და ფეხზე დგომით ტაში დაეკრათ მისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების მობილიზება ვერ შეძლეს და მხოლოდ რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი იღებდა ამ პერფორმანსში მონაწილეობას.

„რა ილაპარაკა, რას იმავნებლებს სალომე ზურაბიშვილი და როგორ "მოიქნევს კუდს" ის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც გუშინ წინასწარვე გითხარით და ეს აღმოჩნდა უტყუარი ინფორმაცია, ამ გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო, ფეხზე დგომით ტაში დაეკრა სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც ახლად გამოჩეკილი ლიდერისათვის ქართული აგენტურული ოპოზიციის. ასეც მოხდა, ერთი განსხვავებით, რომ მათ ვერ შეძლეს ევროპარლამენტარების მობილიზება. მხოლოდ რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ესწრებოდა ამ პერფორმანსს და იღებდა ამაში მონაწილეობას," - განაცხადა მდინარაძემ.

ipn.ge