„ფარცხალაძის საკითხზე ორდღიანი პროცესი, სადაც ოპოზიცია მხოლოდ ამაზე საუბრობს, მეტყველებს, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძეს აქვს მოლოდინი, რომ ფარცხალაძის ადვოკატები გაერკვევიან, რის საფუძველზე დაასანქცირეს ფარცხალაძე. რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერად ფლობს ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას მას შემდეგ, რაც რუსეთის მიიღო, თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს შესაბამისი უწყებების შესასწავლის საკითხია.

„მე არ ვიცი, ფარცხალაძეს რა მოქალაქეობა აქვს, მედიით შევიტყვე, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია. პარლამენტს ფარცხალაძესთან და მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საკითხი არ შეუსწავლია, შესაბამისად, ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც მედიით არის ჩვენთვის ცნობილი. ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხსაც არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ამიტომ მათი გასარკვევია და მათი შესასწავლია ეს საკითხი“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 

ipn.ge