რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მაგისტრალის აღსადგენად რუსეთი ყველაფერს აკეთებს. ინფორმაციას ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
მოგეხსენებათ, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სარკინიგზო კომუნიკაცია დაბლოკილია. ერევანში ამბობენ, რომ პრობლემა აფხაზეთშია. თქვენი აზრით, როგორია ამ საკითხის მოგვარების პერსპექტივები?
მარია ზახაროვა: ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად. მასში შედის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ხელმოწერილი დოკუმენტები, შესაბამისი კომისიები ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ამ გეგმის განსახორციელებლად ყოველდღიურად ყველაფერი კეთდება.