საქართველო თეირანში „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა არასდროს მიუღია.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ორშაბათს აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანში, თეირანში „3+3 ფორმატში“ შეხვედრას გამართავენ.