საქართველოში 189 956 არასრულწლოვანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მათგან 49 178 6 წლამდე, ხოლო 140 778 6-დან 18 წლამდე ასაკისაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების უმეტესობა რეგისტრირებულია თბილისში.
რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:
- თბილისი - 49 023;
- გურია - 5 689;
- რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1 122;
- კახეთი - 17 497;
- იმერეთი - 19 936;
- მცხეთა-მთიანეთი - 3 656;
- სამეგრელო -ზემო სვანეთი -16 836;
- სამცხე ჯავახეთი - 5 005;
- ქვემო ქართლი - 37 352;
- შიდა ქართლი - 16 304;
- აჭარა - 17 536.
ინფორმაციისთვის, აპრილში, საქართველოში საარსებო შემწეობას სულ 237 797 ადამიანი იღებდა.
შენიშვნა: ფულადი ბენეფიტის მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.
წყარო: bpn.ge