19 მაისს, აეროპორტთან პარტია „დროას" ორგანიზებული აქცია "Русский самолёт, иди нахуй!" გაიმართება. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები 12:00 საათზე შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და მანქანების კოლონით დაიძვრებიან აეროპორტისკენ, რათა გააპროტესტონ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13:50 საათზე დაჯდება.