ეჰ, დავწეროთ 1 000 ლარიან პენსიაზე. იმედია ბოლომდე წაიკითხავთ საინტერესო რაღაცები ხდება:
- მაგალითად, ჰოლანდიამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან 67 წლამდე გაზარდა. ანუ იქ უფრო გვიან გაჰყავთ პენსიაზე(კიდე ფიქრობენ ზრდას)
- მაგალითად, დანიაში საპენსიო მინიმალური ასაკი 65 წლიდან 67 წლამდე გაიზარდა(უფრო გვიან უწევთ გასვლა პენსიაზე)
- საფრანგეთშიც იგივეა.იცით რატომ ზრდიან საპენსიო ასაკს? იმიტომ რომ საპენსიო ხარჯები ძალიან მძიმედ აწვება და აფერხებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ანუ ქვეყნები ხვდებიან, რომ კერძო საპენსიო ფონდები უნდა გაზარდონ და ბიუჯეტზე ჩამოკიდებულება შეამცირონ.
- ახლა ჩვენთან რა ხდება: ჩვენთან 2012 წლიდან 2022 წლამდე პენსიის მიმღებების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 18%-ით. პენსიაზე გაცემული ხარჯები კი მთლიანი ბიუჯეტის 19%-მდე გაიზარდა. მეორეს მხრივ ბოლო 10 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50.7 ათასი ადამიანით, რაც მოსახლეობის 1%-იანი შემცირებაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გადასახადის გადამხდელებს ეს პენსიების ტვირთი უფრო მეტად დაგვაწვა. ჩვენ რომ დაგვაწვება ეკონომიკასაც დააწვება და მივიღებთ დაბალ ეკონომიკურ ზრდას. ამ გარემოებიდან გამომდინარე 1 000 ლარიან პენსიაზე როცა ვსაუბრობთ იმედი მაქვს წაკითხულის გააზრების დონე ჩემ ფრენდ ლისტში მაღალია და მიხვდებით ყველაფერს.
და ბოლოს. ნებისმიერი რამ, ეს იქნება ხელფასის ზრდა, პენსიის ზრდა თუ სოციალური შემწეობის ზრდა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ გრძელვადიან ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ჩვენ არ გვაქვს.ხო კიდევ, არც არავინ ლაპარაკობს როგორ გავზარდოთ ეკონომიკა სწრაფი ტემპით (რამდენიმე ადამიანის გარდა)
ავტორი: ნოდარ სირბილაძე