2025 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობიდან მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით 2.3 პროცენტი ანუ 13800 ვიზიტი განხორციელდა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მიზნით 9.1 ათასი ვიზიტი განხორციელდა.

ზოგადად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, და 700 მილიონ ლარამდე თანხა დახარჯეს.