ყაზახეთში ხორგოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტი აშენდება.

ყაზახურ-გერმანული Skyhansa LLP-ი პროექტს სამ ეტაპად განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 მილიარდი ტენგეა.

სავარაუდოდ, აეროპორტი ფუნქციონირებას 2027 წელს დაიწყებს, პროექტის სრულად დასრულება კი 2032 წლისთვის იგეგმება. ანგარიშის მიხედვით, ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა 50 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა საათში 500 ადამიანამდე იქნება.

საერთაშორისო სატვირთო-სამგზავრო აეროპორტის მშენებლობის გარდა, პროექტი მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას, ასევე ეტაპობრივ გაფართოებას, წარმოების სიმძლავრის გაზრდას და სასტუმროს და სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობას.

ინვესტორები ასევე აპირებენ გააფართოონ და განავითარონ ვაჭრობის, ტურიზმის, კვების და განსახლების სერვისების სპექტრი.

ყაზახეთში აეროპორტის პროექტის პრეზენტაცია Skymax Technologies Group of Companies LLP-ის გენერალურმა დირექტორმა ერიკ შორტანბაევმა წარმოადგინა, რომლის გერმანელი პარტნიორია The Hansa Consortium, სწორედ აღნიშნული კომპანია გეგმავს პროექტში ინვესტირებას.

წყარო:avianews.ge