წალკაში, სოფელ კოხტაში გზა ისევ დაზიანებულია, მოსახლეობა მის მოწესრიგებას წლებია ითხოვს. თუმცა, უშედეგოდ.
Tok2Region-ის ინფორმაცით, წალკაში სოფელ კოხტაში მისასვლელი გზა 2021 წლის ნოემბერში დაიგო, გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისთვის მილიონ ლარაზე მეტი დაიხარჯა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ,,აკას“ დაზიანებული გზის აღდგენის ვალდებულებაც გააჩნდა.
გზის დაგებიდან მალევე დაახლოებით 1 წელში, 2022 წლის ზაფხულში გზის საფარი კვლავ შესაკეთებელი გახდა. მაშინ, კომპანიაში ჩვენს რედაქციას, გზის დაზიანების მიზეზად უხვი ნალექი და სატვირთო მანქანების ხშირი გადაადგილება დაუსახელეს.
ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნებოდა, რომ გზაზე სატვირთო ავტომობილები კარიერებიდან მოპოვებულ მასალას ინტენსიურად ეზიდებოდნენ, ასევე, გზის გასწვრივ არ იყო მოწყობილი სანიაღვრე სისტემაც.

სოფლის მკვიდრი მამუკა ხოზრევანიძე ამბობს, რომ დანგრეული გზაა და ქმნის პრობლემას, პრობლემატური გზაა გასავლელადაც. უხარისხობის გამო გაფუჭდა. ერთი წლის გზაა. ფაქტი სახეზეა რომ ეს გზა აღარ ვარგა.
სოფელ კოხტის გზის რეაბილიტაციას მოსახლეობა მომდევნო წლებშიც ითხოვდა.
ჩვენი რედაქცია წლებია მოუგავარებელი პრპობლემის გასაშუქებლად სოფელ კოხტაში 2024 წელსაც, მოსახლეობის თხოვნით ჩავიდა.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის მაშინდელი მოადგილე ანზორ ხინიკაძე, 2024 წელსაც გზის დაზიანების სავარაუდო მიზეზად სატვირთო მანქანების ხშირ მოძრაობას ასახელებდა, რამაც კოხტის გზის გადატვირთვა და ზედაპირის მოშლა გამოიწვია.

სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი ანზორ ხინიკაძე ამბობს: ,,2021 წელს მოეწყო ასფალტის საფარით და დაიხარჯა მილონამდე ლარი. გვქონდა კომპანიასთან არაერთხელ კომუნიკაცია, მივიღეთ წერილობითი შეტყობინება,რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, აღნიშნული კომპანია, გათვალისწინებულ ვადაში, მიმდინარე წლის დეკემბრამდე გააკეთებს რეაბილიტაციას.“
ამ ინტერვიუდან ორი წლის შემდეგ კოხტას გზაზე ვითარება უცვლელია, ჩვენ, ვიდეო კადრები რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ. ვესაუბრეთ ადგილობრივებსაც.
იზოლდა ოსიპოვას სახლი სოფელ კოხტაში აქვს. ამბობს, რომ გზის პრობლემა არ მოგვარდა.
,, ძალიან ცუდი გზაა სოფელში, 5 წელია ველოდებოდით გზას მაგრამ არაა. “
,,სამოძრაო გზა არ აქვს სამ სოფელს, წლებია ამ გზაზე დავდივარ, სულ ასეთი მდგომარეობაა,“ – გვიყვება სოფლის გზაზე გამვლელი.
სოფელ კოხტას მკვიდრია გიორგი ტაკიძეც. გვეუბნება, რომ რამდენიმე წლის წინ გაკეთებული გზა, მალევე დაზიანდა: ,, გზა 3-4 წლის წინ გააკეთეს, მაგრამ ექვსი თვეც ვერ გასტანა, ისევ გაფუჭდა, რატომ გაფუჭდა ვერ გეტყვით. გაზაფხულზე დაგვპირდნენ გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ ასეა ისევ. გზას სანიაღვრე არ აქვს. იმედია ახალ პროექტში გაითვალისწინებენ სანიაღვრეს.”
რედაქცია კვლავ დაუკავშირდა კომპანია "აკას" დირექტორს, რომელმაც ეს გზა სახელმწიფოს დაკვეთით 2021 წელს ააშენა. ამირან კეკელიამ კითხვებზე არ გვიპასუხა და მერიაში გადაგვამისამართა.
მედია წალკის მუნიციპლიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. ადგილობრივ მედიასაშუალებას აინტერესებდა, როდის და რა ვადაში მოწესრიგდება სოფელ კოხტას გზა. დაგვიპრდა, რომ თავად დაგვირეკავდა, თუმცა, აღარ დაგვკავშირებია.
მიმართეს წალკის მერს, ილია საბაძესაც, მაგრამ მან ტელეფონი გათიშა.
ვინ მოიპოვებს და უწევს ტრანპორტირებას ინერტულ მასალას, კოხტას გზის გავლით. ამ თემაზე რედაქცია კვლავ აგრძელებს მუშაობას.