წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში ბოლო სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით განხორციელდა. გარე სამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უკვე შეუძლია.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით კუხალეიშვილი, დავით ვერავა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.