„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემები გაერთიანდება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სისტემების გაერთიანება მხარეებს ექსპორტისა და იმპორტის თანაბარი პირობებიდან გამომდინარე ორმხრივი სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთმა უკვე იგრძნო სარგებელი და ბენზინის ფასი 20%-ით შემცირდა.

„სომხეთში ხორბლის იმპორტი ხორციელდება, განა ეს არ არის ორმხრივი სარგებელი? ახლა ამას აზერბაიჯანში აკვირდებიან და ამბობენ, რომ ეს საინტერესოა, მაგრამ შეამჩნევს კი ვინმე სომხეთის პარლამენტში, რომ ორმხრივი სარგებლის ნაწილი უკვე მიღწეულია“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

ამგვარად, პრემიერმა ერთობლივი პროექტის პირველი პრაქტიკული შედეგების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობას სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

ცნობისთვის, მრავალწლიანი პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ პირველად, ნოემბერში რუსეთიდან ხორბლით დატვირთული მატარებელი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა. 15 ვაგონისგან შემდგარმა მატარებელმა სომხეთს ჯამურად 1048,8 ტონა ხორბალი მიაწოდა.

დეკემბერში კი სომხეთში საწვავით დატვირთული პირველი აზერბაიჯანული მატარებელი ჩავიდა. საუბარია 1,300 ტონა A95 ტიპის ბენზინზე, რომლის ტრანსპორტირებაც 22 ვაგონისგან შემდგარი მატარებლით განხორციელდა.

8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანიზანგეზურის დერეფანს უწოდებენ, რაც რეალურადარის გზა, რომლითაც სომხეთის სიუნიქის პროვინციადააკავშირებს აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანსდანარჩენ აზერბაიჯანთან. თავის მხრივ ამერიკას"ტრამპის მარშრუტზე" კონტროლი 100 წლით უნდა.აღსანიშნავია, რომ "ტრამპის მარშრუტი" მოიცავსსხვადასხვა ინფრასტრუქტურას რკინიგზას,საავტომობილო გზას და ენერგომილსადენებს.

bm.ge