მომავალი კვირიდან თბილისის ქუჩების დასუფთავება-მორეცხვა სისტემატურ სახეს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

 

როგორც აღმოჩნდა დედაქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად თბილისი მერია რუსული წარმოების „კამაზებს“ გამოიყენებს.

 

ამასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

 

2022 წლის 23 სექტემბერს შპს თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 4 879 984  ტენდერში, რომელიც კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი 10  ა/მანქანების შეძენას ითვალისწინებდა გამარჯვება შპს ბიზნეს ჯგუფი 2010-მა მოიპოვა და გასული წლის ნოემბერში მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

 

მიღება-ჩაბარების აქტი 4 აპრილს შედგა, რომელშიც ნათქვამია, რომ  2023 წლის 29 მარტს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მიიღო და შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“- მა შეასრულა ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება - კომბინირებული მარილმომყრელი ქუჩების მომრწყავი ა/მანქანა: სპეც ა/ მანქანა MD-532, KAMAZ-65115 შასიზე- 6 ერთეული. მოწოდებული საქონლის ღირებულებაა 2 665 346.40 ლარი. გაფორმებული ხელშეკრულება 30 ივნისამდეა ძალაში.

შპს ბიზნეს ჯგუფი 2010 რეგისტრირებულია 1995 წელს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი 85 წლის სიმონ მეფარიძეა. 2023 წლის იანვარში შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“-ს შპს „ჯორჯიან იმპექსი“ შეერწყა

 

tendermonitor.ge-ის თანახმად შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 184 ტენდერში აქედან უმრავლესობა 57.1% მოგებული აქვს. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება  22 978 475 ლარია. ასევე მონაწილეობდა 395 გამარტივებული შესყიდვაში. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 2 234 300 ლარია.

 

ტენდერის დოკუმენტაციას თან ახლავს მწარმოებლის წერილიც, რომელშიც აღნიშნულია რომ შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“ წარმოადგენს კამაზის ოფიციალურ დილერს საქართველოს ტერიტორიაზე. წერილს ხელს აწერს კამაზის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე საზღვარგარეთ გაყიდვებისა და სერვისის განვითარების დარგში ი.ჩ სტრაშინსკი.

 

რაც შეეხება საკონტაქტო ინფორმაციას, შპს ბიზნეს ჯგუფი 2010-ის ელფოსტა გამოიყურება ასე  kamaz.ge@mail.ru