თბილისის მერია ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მშენებლობისთვის 3 499 999 დახარჯვას გეგმავს.
სამუშაოებში გათვალისწინებულია, როგორც ტერიტორიის მომზადება სკეიტპარკისთვის, ასევე კონკრეტულად სკეიტპარკის მშენებლობა, ტერიტორიის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა და სანიაღვრე სისტემის გამართვა.
ტენდერი 27 მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 18 აპრილს დასრულდება.
სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.