საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის სუფსა-წყალწმინდის შემოვლითი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ გზაზე, პროექტის შესაბამისად, 5,5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტირდა გზის სავალი ნაწილი, იგება ასფალტბეტონის საფარი, რეაბილიტირდა არსებული ხელოვნური ნაგებობები, ეწყობა მიერთებები და მოედნები.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული სოფლები უსაფრთხო და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.