რკინიგზის ექსპორტი, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, შესაძლებელია იქამდე, ვიდრე „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანთან რკინიგზას თავიდან არ გავხსნით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს რკინიგზა არასდროს დაიხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საიმედო მარშრუტია როგორც იმპორტისთვის, ასევე ექსპორტისთვის.
ფაშინიანის მტკიცებით, დღეს სომხეთმა გადალახა ბლოკადა, რადგან, სომხეთში აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელი გახდა და ხორციელდება.
„ჩვენ ეკონომიკური განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე შევდივართ და ეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულ სამშვიდობო პროცესს უკავშირდება. უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდებით, რაც პირველ რიგში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის დაწყებასთანაა დაკავშირებული, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ბლოკადიდან საბოლოოდ გასათავისუფლებლად არის შექმნილი”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
1tv.ge