ზაფხულის სეზონი თითქმის სრულდება, თბილისში კი შადრევნების ნაწილი ისევ გათიშულია.
სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით მომხმარებლები აქტიურად წერენ. FACEBOOK-ის მომხმარებლების მოსაზრებით, შადრევნების არ ჩართვის მიზეზი, გასულ წელს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაა. ნაწილის აზრით, ყველა შადრევანს ჯერ შემოწმება უნდა ჩაუტარდეს რათა თავი დაიზღვიონ.
რა არის მიზეზი და როდის ამოქმედდება შადრევნები თბილისში. ამ კითხვით “კომერსანტი” თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მანანა თოქმაჯიშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, შადრევნების უმეტესობა უკვე ჩართულია, ნაწილს კი რეაბილიტაცია უტარდება და მათი დასრულებისთანავე ამოქმედდება.