შპს „საქართველოს მელიორაცია“, რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად, გეგმურ სამუშაოებს ახორციელებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე წესრიგდება 100 ჰექტარ მიწის ფართობზე არსებული კოლექტორული და შემკრები არხები, რომელთა საერთო სიგრძე 15 კილომეტრია.
სამუშაოები ითვალისწინებს არხების დანალექი გრუნტისა და ნარჩენებისგან წმენდას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის გამტარუნარიანობას და დამშრობი სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას; ასევე, ხელს შეუწყობს ჭარბი ტენის შემცირებას.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია არხების 5 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთის მოწესრიგება, რის შედეგადაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა 30 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება დამშრობი სისტემის საიმედოობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს