საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტზე, რომლის დასრულება 2028 წელს იგეგმება.

მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანის  უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. „ოცნების ქალაქში“ ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა.

პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა.

გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცადა.

„აჭარაში ვიმყოფებოდით რამდენიმე ობიექტზე. გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და სავარაუდოდ, მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა ე. წ. ოცნების ქალაქში ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ეს არის ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ ასევე დავათვალიერეთ მშენებარე საცურაო აუზი ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. გუშინ ასევე მონაწილეობა მივიღეთ „ჯითი მოტორსის“ შოურუმის გახსნაში. ეს პროექტები აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ბათუმი, აჭარის რეგიონი და მთლიანად, ჩვენი ქვეყანა “, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს