მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.