ბოლო ათწლეულში ჩინეთმა მსოფლიო გემთმშენებლობაში მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები. ჩინეთის გემთმშენებელ კომპანიების წინასწარი შეკვთების პორტფელი ერთ წელიწადში – 170 % ით გაიზარდა, - ამის შესახებ transcor.ge იუწყება.

სატრანსპორტო და ლოგისტიკურ საკითხებზე მომუშავე პორტალის ინფორმაციით, სადღეისოდ გემთშენებლობის მსოფლიოს გლობალურ შეკვეთებში ჩინეთის წილი 65% ს შეადგენს, რაც პირველ რიგში, შესაძლებელი გახდა – ნაციონალურ გემთმშენებელ ინდუსტრიაში, სახელმწიფოს მხარდაჭერის და მასშტაბური ინვესტიციებით.

"2024 წლის ბოლოსათვის ჩინეთის საერთო შეკვეთების პორტფელი შეადგენდა 224 მლნ ტონა საერთო ტვირთამწეობის – 3256 გემს. რაც 37% აღემატება 2023 წლის შეკვეთებს და 72% ით 2022 წლის შეკვეთებს.

ჩინეთის გემთშებლობის ზრდის ტემპი თვალშისაცემი გახდა მას შემდეგ, რაც კონკურენციის შედეგად, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დათმეს  გემთმშენებლობის პოზიციები.

თუ 2000 წლისთვის, გემთშენელობის შეკვეთების მხოლოდ 10 % მოდიოდა ჩინეთზე, სადღეისოდ მათ ჩამოიტოვეს კონკურეტები და პრაქტიკულად გემთშენებლობის ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს აკონტროლებენ," - წერია transcor.ge-ის ინფორმაციაში.