მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის მოწყობაზე ტენდერი, სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოცხადდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
„ყოველწლიურად ნაკადების კიდევ უფრო მეტად ზრდას ველით, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მზად უნდა იყოს. შესაბამისად, ADB-ის დაფინანსებით დაწყებულია მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა, რომელზეც დღეს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება ტენდერი, რომელიც ახმეტელის მეტროს ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას გულისხმობს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.